26 მაისი

ოდიშარია: 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნაში 12 ქალაქი იქნება ჩართული

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნაში 12 ქალაქი იქნება ჩართული.

ოდიშარიას თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკია.

"იქნება მეტად საინტერესო ღონისძიება. ფაქტობრივად, მთელი რუსთაველის მოედანი, თავისუფლების მოედანი იქნება მოცული. იქნებიან წარმოჩენილი სამინისტროები, თუ რა გააკეთეს და როგორ მუშაობენ. ღონისძიებაში იქნება 12 ქალაქი ჩართული", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

კომენტარები