მენინგიტი

სერგეენკო: რიგში დგომა პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის

ipress.ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საავადმყოფოებში მენინგიტის შემთხვევების გამო მიმართვიანობის გაზრდის მიზეზით არსებული რიგების საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ "ვწუხვარ, რომ პაციენტებს რიგში დაყოვნება უწევთ, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის".

"ეს საკითხი ორი ნაწილისგან შედგება. ამბულატორიული მიღება პაცენტებისა და მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია - იმდენად არა. 17:00 საათზე იყო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მე სულ კონტაქტზე ვიყავი. ამბულატორიულ მიღებებზე, სამწუხაროდ, რიგში დგომა მოუწევთ. ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, საწოლების დეფიციტი არ არის. გვაქვს დიდი ხნის წინ გაწერილი სამუშაო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ვწუხვარ, რომ უწევთ დაყოვნება რიგში, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები