აწარმოე საქართველოში

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაამტკიცა

შალვა ფიფია
moa.gov.ge

მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაამტკიცა. სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, პროგრამა ადგილობრივ წარმოებას განავითარებს.

"პროექტს ჰქვია აწარმოე საქართველოში. ეს არის პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი. მოგეხსენებათ, ამ პროექტს ახორციელებს ეკონიმიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელშიც არის როგორც დაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტი, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის ნაწილი. ამ პროექტში გათვალისწინებულია მთელი რიგი როგორც აგრო, ასევე ინდუსტრიული მიმართულებები, რომელთა დაფინანსება და ხელშეწყობაც მოხდება ახალი საწარმოების შესაქმნელად და დასაფინანსებლად", - აღნიშნა შალვა ფიფიამ.

პროექტის აწარმოე საქართველოში პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა.

კომენტარები