ასოცირების შესახებ შეთანხმება

თადუმაძე: კონსტიტუციით, ხელშეკრულების ხელმოწერა მთავრობის კომპეტენციაა

პრემიერმინისტრის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ამის  შესახებ ტელეკომპანია რუსთავი-2-ს გადაცემა პოზიციის ეთერში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების იღებს მთავრობა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეთანხმებას ხელი პრემიერმა მოაწეროს.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე,  ვინც იწყებს მოლაპარაკებებს, შემდეგ აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც მიღებულია მოლაპარაკებების შედეგად“,  - განმარტა თადუმაძემ.   

„კონსტიტუციაში წერია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას მთავრობასთან შეთანხმებით. სწორედ მთავრობა არის გადაწყვეტილების მიმღები, თუ ვინ მოაწერს ხელს საერთაშორისო ხელშეკრულებას“,  - განაცხადა თადუმაძემ. 

კომენტარები