ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში

პრემიერი: რუსეთის ბაზარზე ექსპორტის აღდგენა მთავრობის ძალისხმევის შედეგია

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის აღდგენა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარზე სხვა პროდუქტების მიწოდებაც აღდგება.

”სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერისვე თქმით, სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც საქართველოს ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

კომენტარები