ლიტვის არჩევნები

დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ir.lv

დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ლიტვის პრეზიდენტის მეორე ტურში გრიბაუსკაიტემ ხმათა 58% მიიღო. მეორე ტურში მას სოციალ-დემოკრატი ზიგმანტას ბალჩიტისი უპირისპირდებოდა. ეს პირველი პრეცედენტია ლიტვის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს.

გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ეს ისტორიული გამარჯვებაა, რომელიც მას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. 

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გრიბაუსკაიტემ ხმების 46% მიიღო, ევროპარლამენტარმა ზიგმანტას ბალჩიტისმა კი, 14%.

კომენტარები