დამოუკიდებლობის დღე

პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 12 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით კი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის და თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო დააჯილდოვა. მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად გადასცა.

კომენტარები