უკრაინის კრიზისი

დონეცკის აეროპორტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მებრძოლებმა დაიკავეს

დონეცკის აეროპორტის ტერიტორია
Reuters

უკრაინაში, დონეცკში, სერგეი პროკოფიევის სახელობის აეროპორტმა დღეს, 26 მაისს, დილის 7 საათიდან მუშაობა შეწყვიტა. 

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს, unian-ის ცნობით, 26 მაისის დილის 3 საათზე დონეცკის აეროპორტში ე.წ. დონეცკის ეროვნული რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებები გამოცხადნენ და მოითხოვეს უკრაინელი სამხედრო მოხელეების მიერ აეროპორტის ტერიტორიის დატოვება. 

მას შედეგ, რაც რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა, ე.წ. დონეცკის ეროვნულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ კონტროლის ქვეშ იყო აყვანილი დონეცკის აეროპორტი. 

ოფიციალურმა უკრაინამ შეიარაღებულ პირებს დღის 1 საათზე ულტიმატუმი წაუყენა აეროპორტის ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტერიტორია არ დატოვა. 

Unian-ის ცნობით, ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსული საინფორმაციო სააგენტო RT სამხედრო მოქმედებების ვიდეოსაც ავრცელებს

დონეცკის მერი, ალექსანდრ ლუკიანჩენკო, ქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სიარულისგან, შესაძლებლობის შემთხვევაში კი საერთოდ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები