ფარმაცევტული ბაზარი

ფარმაცევტული გიგანტი Pfizer AstraZeneca-ს აღარ იყიდის

Pfizer უარს ამბობს AstraZeneca-ზე
Alamy

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია, Pfizer, საბოლოოდ უარს აცხადებს ბრიტანული ფარმაცევტული გიგანტის AstraZeneca-ს ყიდვაზე, მას შემდეგ, რაც 117 მილიარდად შესყიდვის შეთავაზებაზე უარი მიიღო. 

Pfizer-ის მიერ AstraZeneca-ს ყიდვა ფარმაცევტულ სექტორის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად შევიდოდა. 

შესყიდვის პროცესის დაწყებამ ბრიტანელების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი შიშობდნენ, რომ ამ გარიგების შედეგად სამუშაო ადგილები და ფარმაცევტული სექტორის სამეცნიერო განვითარების პოტენციალი ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებდა. Pfizer-ის შეთავაზება ითვალისწინებდა კომპანიის რელოკაციას ბრიტანეთიდან ამერიკაში, რაც კორპორაციას მილიარდობით დოლარს დაუზოგავდა გადასახადების კუთხით. 

AstraZeneca-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია დამოუკიდებლად განაგრძობდა ფუნქციონირებას, ისე, როგორც აქამდე მრავალი წლის მანძილზე აკეთებდა. 

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია 3 თვის შემდეგ Pfizer-მა კვლავ განაახლოს მოლაპარაკებები, იმ შემთხვევაში, თუ AstraZeneca-ს დირექტორთა საბჭო თანახმა იქნება. 

კომენტარები