ღარიბაშვილი: არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილების ერთჯერადად გადაცემაზე. ის ჟურნალისტებს მიმართავს და ამბობს, რომ მას არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ სჭირდება.

”თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა. სკანდალი გაინტერესებთ. არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი”, - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები