პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

ფრანსუა ოლანდის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს 14 ივლისს ეწვევა

facebook.com/Margvelashvili

ფრანსუა ოლანდის მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი 14 ივლისს საფრანგეთის რესპუბლიკას ესტუმრება. პარიზში გიორგი მარგველაშვილი პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ამ დღესთან დაკავშირებულ აღლუმს 70 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად დაესწრება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ლევილის შატოს მოინახულებს და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდება.

"გიორგი მარგველაშვილი მათთან იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს, რომლებიც იქ მცხოვრებ ქართველობას აწუხებს. საუბარი ლევილის შატოს რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხება, რომლის განხორციელებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მიიღებს მონაწილეობას" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები