ბრაზილია 2014

სტივენ ჰოუკინგმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის წარმატების ფორმულა გამოთვალა

სქრინშოტი The Guardian-ის ვიდეოდან
The Guardian

The Guardian-მა საკუთარ ვებგვერდზე ვიდეორგოლი ატვირთა, სადაც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეორიულ ფიზიკოსად აღიარებული სტივენ ჰოუკინგი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოიანგარიშა ინგლისის ნაკრების წარმატების ფორმულა ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 

ჰოუკინგმა 1966 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ანალიზის შემდეგ ინგლისის წარმატების განმსაზღვრელი ოპტიმალური ფაქტორები ჩამოაყალიბა და ასევე გაანალიზა ის, თუ როგორ უნდა გაიტანო გოლი პენალტების სერიაში. 

სტატისტიკურად ინგლისის წარმატების განმსაზღვრელი კომპონენტები ასე გამოიყურება:

  • ინგლისის ნაკრების წითელი ფერის ფორმა მეტად წარმატების მომტანია, ვიდრე თეთრი
  • ყველაზე ოპტიმალური განლაგებაა 4-3-3 
  • ევროპელი მსაჯი მეტად კეთილგანწყობილია ნაკრების მიმართ 
  • თამაში უნდა იყოს ინგლისთან ახლოს
  • საუკეთესო თამაშები ტარდება ზომიერი კლიმატის სარტყელში, ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე
  • თამაშის დროის 3 საათზე დაწყება ყველაზე ოპტიმალური

წარმატებული პენალტის დარტყმისათვის კი სტატისტიკურად ეს მიმართულებებია განსაზღვრული:

  • დაუმიზნო კარის ზედა კუთხეს
  • დაარტყან თავდამსხმელებმა
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ მარცხენა ან მარჯვენა ფეხი. სტატისტიკური განსხვავება დარტყმებს შორის ამ მიმართულებით არ არის
  • უთმო და ღია ფერის თმის მქონე მოთამაშეებს უფრო მაღალი ალბათობით გააქვთ გოლი, თუმცა ამისი მიზეზი ჰოუკინგმა ვერ დაადგინა

იმისათვის, რომ ინგლისის ნაკრებმა ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შანსები გაზარდოს, მათ უნდა იასპარეზონ წითელი მაისურებით, 4-3-3 სტრატეგიით, გაუმართლოთ და ჰყავდეთ ევროპელი მსაჯი და თამაში დაიწყოს დღის 3 საათისთვის. 

პენალტების სერიაში კი მწვრთნელმა უნდა გამოიყენოს საუკეთესო თავდამსხმელები, ღია ფერის თმით. 

კომენტარები