აფხაზეთის რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ანქვაბს გადადგომა შესთავაზა

აფხაზეთი
არტურ ლებედევი / tar-tass.com

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მან მიმართა "პრეზიდენტ" ანქვაბს, რეგიონის დე ფაქტო ლიდერს, ვადამდე მოიხსნას საპრეზიდენტო უფლებამოსილება. არაღიარებულმა დეპუტატებმა ასევე გამოუცხადეს უნდობლობა ე.წ პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიას. დადგენილების მიღებას ხმა, სხდომას 35 დეპუტატიდან 21 ესწრებოდა, აქედან 20-მა დადგენილებას ხმა მისცა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა. 

დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს - "ქვეყანაში შექმნილი დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციისა და საერთონაციონალური თანხმობისა და სახელმწიფოში სტაბილურობის მიზნით".

ИТАР-ТАСС-ის ცნობით თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტს ასევე შეუძლია განიხილოს პრეზიდენტის გადადგომის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ლიდერი დაარღვევს ფიცს. იმისთვის, რომ სახალხო რკებამ აღნიშნული საკითხი განიხილოს, დასკვნა უნდა დადოს უზენაესმა სასამართლომ. ამ შემთხვევაშიც კი, პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭიროა ხმათა ორი მესამედი.

კომენტარები