საქართველო - საუდის არაბეთი

საქართველოს ნაკრებმა საუდის არაბეთი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა

Tabula

ესპანეთის ქალაქ ხერესში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. ჯვაროსნების მეტოქე საუდის არაბეთის ნაკრები იყო.

შეხვედრა მთლიანობაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ქეცბაიას ფეხბურთელებმა მეტოქე საბოლოოდ ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

პირველი გოლი პირველი ნახევრის ბოლოს გავიდა - თორნიკე ოქრიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. 

დიდი ხნის შემდეგ ეროვნულ გუნდში გოლი გაიტანა ვლადიმერ დვალიშვილმა - მან ეს 71-ე წუთზე იმავე ოქრიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ზუსტი დარტყმით მოახერხა.

საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთის შემდეგ, 3 ივნისს შვეიცარიაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ გუნდს შეხვდება.

 

კომენტარები