პოლიციის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.

შსს-ს ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოებს მოქმედ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს, სადაც შსს-ს დანაყოფები თავიანთ ავტოპარკს, ტექნიკას, იარაღებსა და აღჭურვილობას წარმოადგენენ.
ამასთან, ბათუმის ბულვარში გაიმართება სანახაობრივი წარმოდგენები. საღამო ბენდ "ნიუტონის" კონცერტით დასრულდება.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები