აფხაზეთის რეგიონი

ანქვაბი: კონსულტაციების გავლამდე გადადგომას არ ვაპირებ

ITAR-TASS

ჩემი ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ წინადადებას არ ვუპასუხებ, სანამ კონსულტაციებს არ გავივლი, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ინტერფაქსს განუცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს ე.წ. პრემიერმინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას გადაყენებას და ჯერჯერობით არც თავად დატოვებს პოსტს.

"რაც შეეხება პრემიერმინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას, კანონმდებლობის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კომპეტენციაა. მე არ ვუშვებ პრემიერს. ჩემი ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ წინადადებას არ ვუპასუხებ, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს დეპუტატების სხვა, გაცილებით დიდ ჯგუფთან, რომელიც პარლამენტის სხდომაში არ მონაწილეობდა, ასევე ამომრჩევლებთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მთელი ეს დღეებია, კანონიერ ხელისუფლებას უჭერენ მხარს", - განაცხადა ანქვაბმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მან მიმართა "პრეზიდენტ" ანქვაბს, რეგიონის დე ფაქტო ლიდერს, ვადამდე მოიხსნას საპრეზიდენტო უფლებამოსილება. არაღიარებულმა დეპუტატებმა უნდობლობა ასევე ე.წ. პრემიერ ლეონიდ ლაკერბაიას გამოუცხადეს. სხდომას 35 დეპუტატიდან 21 ესწრებოდა, აქედან 20-მა დადგენილებას ხმა მისცა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა.

კომენტარები