საზაფხულო საკითხავი

რას კითხულობენ მილიარდერები ამ ზაფხულს

JP Morgan
შანონ სტეპლტონი / REUTERS

უკვე 15 წელია რაც საინვესტიციო ბანკინგის გიგანტი, JP Morgan, კორპორატიული კლიენტებისათვის საზაფხულო საკითხავ სიას ადგენს. 

წიგნების სიის შერჩევისას გათვალისწინებულია კორპორატიული კლიენტების ინტერესთა სფერო და გემოვნება. 

ამ სიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და თითოულმა წარდგენილმა კანდიდატურამ 16 ადამიანისგან შემდგარი კომიტეტის გამოცდა უნდა გაიაროს; მხოლოდ ამის შემდეგ სახელდება რჩეული ათეული. 

WSJ-ის ინფორმაციით, წელს JP Morgan-ის თანამშრომლებმა კომიტეტს 568 სხვადასხვა წიგნი წარუდგინეს. 

გამარჯვებული ათეული კი ასე გამოიყურება: 

ხელოვნება: 

  • საგამომცემლო სახლის, Phaidon, რედაქტორები - ადგილმდებარეობა და ხელოვნება (Art & Place) 

პიროვნული განვითარება: 

  • არიანა ჰაფინგტონი - განვითარდი (Thrive

საჯარო გამოსვლები: 

  • კარმინ გალო - ისაუბრე TED-ელივით (Talk like TED

ფილანტროპია: 

  • ბრუს კატზი და ჯენიფერ ბრედლი - მეტროპოლიტანური რევოლუცია (The Metropolitan Revolution

ბიზნესი და ტექნოლოგია: 

  • ერიკ ბრინიოლფსონი და ენდრიუ მაკაფი - მეორე მანქანის ერა (The Second Machine Age
  • ბიზ სტოუნი - ის რაც პატარა ჩიტმა მითხრა (Things Little Bird Told Me

მეცნიერება: 

  • მიჩიო კაკუ - ცნობიერების მომავალი (The Future of the Mind

კულინარია: 

  • რავია ბიშარა - ზეთისხილი, ლიმონი და ზაათარი (Olives, Lemons & Za'atar

სათავგადასავლო: 

  • კრის ჰადფილდი - დედამიწაზე ცხოვრების სახელმძღვანელო ასტრონავტისაგან (An Astronaut's Guide to Life on Earth

სპორტი: 

JP Morgan-ი ერთერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება შეძლებულ კლიენტებს. ბანკის მხოლოდ ბრენდის ღირებულება Forbes-ის მიხედვით, 9.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

კომენტარები