NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის გაფართოებაზე დეკლარაციას აქვეყნებს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აქვეყნებს დეკლარაციას ალიანსის გაფართოებაზე. დეკლარაციას საპარლამენტო ასამბლეამ ჯენჭი 30 მაისს, ვილნიუსში, უყარა. დეკლარაციის მიხედვით, იმისთვის რომ ასპირანტი ქვეყნების პროგრესი აღიარებული იქნას, ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ამ გზაზე, უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).  

დეკლარაციას ასამბლეის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. დეკლარაციით ასამლეამ  ასევე განაცხადა, რომ NATO-ს გადართოება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით ხელს უწყოფს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. 

ასამბლეამ მოუწოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკის და წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა.  დეკლარაციის მიხედვით, NATO გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას და დახმარებას. 

გაფართოების დეკლარაციასთან ერთად, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაციები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. 

 

კომენტარები