დათა ახალაიას საქმე

დათა ახალაია საბერძნეთში პატიმრობაში კიდევ სამი დღე დარჩება

დათა ახალია საბერძნეთში პატიმრობაში რჩება. მისმა ოჯახმა 100 000 ევროს გირაოს ერთ დღეში გადახდა ბიუროკრატიული მიზეზებით ვერ მოახერხა. ამის შესახებ განცხადებას ახალაიას ადვოკატი ავრცელებს. ახალაია პატიმრობაში კიდევ სამი დღე დარჩება. საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და  ექსტრადირების საკითხის განხილვა 2 თვით გადადო. 

"ოჯახმა ვერ მოახერხა 100 ათასის შემოტანა. საბერძნეთში თანხის ერთ დღეში შემოტანას ხელი ბიუროკრატიამ შეუშალა. დათა ახალაიას ციხიდან ორშაბათს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გამოუშვებენ", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა ტელეკომპანია "იმედთათ" საუბრისას. 

დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. საქართველოში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქართველოს პროკურატურა ახალაიას ექსტრადირებას ითხოვს.

კომენტარები