უკრაინა

უკრაინის ხელისუფლება: რუსეთს არ სურს არჩევნების შედეგების აღიარება

www.presstv.ir

უკრაინამ ბრალი დასდო რუსეთს,  რომ  მოსკოვი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას დაარწმუნოს არ აღიარონ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც უკრაინის სათავეში პეტრო პოროშენკო მოვიდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი დეშიციამ, Kyiv Post-თან საუბარში განაცხადა, რომ 5 დღე გავიდა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან და კრემლს ჯერ კიდევ არ უღიარები ის.  მეორესმხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა "ფუნდამენტური შეუთანხმებლობა" რუსეთთან ამ საკითხის თაობაზე და  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს  უკრაინის ახალ პრეზიდენტს. აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 4 ივნისს, ვარშავაში, პოროშენკოს შეხვდება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის "ფუნდამენტური შეუთანხმებლობა იმ საკითხის თაობაზე  თუ როგორ წარმართავს საქმიანობას უკრაინის მთავრობა და ასევე უკრაინის ქმედებების ვალიდურობა შეუნარჩუნს სიმხვიდე და წესრიგი საკუთარ ქვეყანაში". სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლების გამოჩენის შესახებ. ჩეჩნეთის ლიდერის, რაზმან კადიროვის განცხადებით, მისი ინფორმაციით აღმოსავლეთ უკრაინაში მხოლოდ 14 ჩეჩენი იმყოფება. 

 

 

კომენტარები