პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი MAP-ის შესახებ: არ გვსურს მოსახლეობას ფუჭი დაპირება მივცეთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის წევრებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ წინასწარ არ ვქმნით მოლოდინებს. არ გვსურს, მოსახლეობას მივცეთ ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ. დაველოდოთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ რეალური კონტურები გამოიკვეთოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ 30 მაისს ვილნიუსში დეკლარაციას მიიღო, რომლითაც ალიანსს მოუწოდებს, იმისთვის რომ ასპირანტი ქვეყნების პროგრესი აღიარებული იქნას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).

 

კომენტარები