პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი: ანაკლიაში პორტის მშენებლობა ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს

0 კომენტარი

ანაკლიის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.

„სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ინვესტორებს ახალ და ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს", - აღნიშნა ღარიბაშილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა, რაც, მისი განცადებით, ახალი ხელსუფლების დამსახურებაა.

„ჩვენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მოწესრიგებული და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა დაისახა. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და ამის დადასტურებაა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის შედეგები საქართველოში ბიზნესგარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას და აღიშნა, რომ რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში საქართველო ისევ წამყვან პოზიციაზეა - მე-8 ადგილზე 189 ქვეყანას შორის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები