აფხაზეთი

ალექსანდრ ანქვაბი გადადგა

ITAR-TASS

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი გადადგა. რია ნოვოსტის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბმა თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მიიღო.

თავის მიმართვაში ანქვაბმა ოპოზიცია არეულობის დაწყებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რეჟიმის ოპონენტების ინტერესი „თანამდებობების დანაწილება" და არა რეფორმებია.

ანქვაბის მტკიცებით, მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ არ შეესაბამება მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესებს. თუმცა, აფხაზეთში სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

აფხაზური რეჟიმის ლიდერი აღნიშნავს, რომ პარლამენტის დადგენილება მისი გადაყენების შესახებ კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუმცა, ამის მიუხედავად, თავად მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

გუშინ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლმენტმა ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დეფაქტო პარლამენტმა 24 აგვისტოს დანიშნა.

კომენტარები