ვირუსული მენინგიტი

გამყრელიძე: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მენინგიტის შემთხვევების ტემპმა იკლო

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მენინგიტის შემთხვევების ტემპმა იკლო.

"ადგილი აქვს ზრდის ტემპის კლებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტემპი იკლებს, დღეისათვის 538 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 291 თბილისში. დაავადებათა მიმდინარეობა ხასიათდებოდა მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, უმრავლესობა პაციენტებისა გაეწერა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი რეკომენდაციები ისევ გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სანიტარული ჰიგიენური პირობები, რამეთუ, ამ ტიპის მენინგიტის პრევენცია ვაქცინის საშუალებით არ ხდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მენინგიტის შემთხვევების ზრდის გამო, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, ბაღებსა და დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლა დღეს აღდგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები