საყდრისი

სასამართლოს დადგენილებით საყდრისში სამუშაოების წარმოება დროებით აიკრძალება

ოქროს მაღარო საყდრისში

თბილისის სამოქალაქო სასამართლომ კახა კოჟორაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის მიხედვითაც კომპანიას RMG Gold საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დროებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აეკრძალება. 

დადგენილებაში ნათქვამია, რომ სასამართლო იზიარებს მოსარჩლეების პოზიციას, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება სამუშაოები, შესაძლოა მოხდეს ობიექტის დაზიანება, რა შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულების აღდგენა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ ინტერესის დაცვა, რომლის დასაცავადაც წარდგენილია სარჩელი სასამართლოში. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. 

კომენტარები