ასტრონომია

ასტრონომებმა ახალი პლანეტა, მეგა-დედამიწა, იპოვეს

კეპლერი 10-c ანუ მეგა-დედამიწა
დევიდ აგილარი / CfA

ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრმა 2 ივნისს პრესრელიზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ცენტრის ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს.

თეორეტიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ზომის მყარი პლანეტის არსებობა შეუძლებელი იყო, რადგან ნებისმიერ ციური სხეული, რომელიც დედამიწას ზომით 17-ჯერ აღემატება, დაიწყებდა წყალბადის გაზის მოგროვებას, რაც მას საბოლოოდ იუპიტერის ტიპის გიგანტად აქცევდა, რომელიც უმეტესწილად გაზისგან შედგება. 

მეცნიერებს უჭირთ ამ ფენომენის ახსნა, თუმცა ახალი მტკიცებულებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ახლადაღმოჩენილი პლანეტა ერთადერთი მსგავსი ტიპის პლანეტა არ არის. 

მეგა-დედამიწა ზომით აღემატება ყველა აქამდე აღმოჩენილ მყარ პლანეტას.

ჰარვარდის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მეგა-დედამიწა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ერთი წრის დარტყმას 45 დღეს ანდომებს და დედამიწიდან 560 სინათლის წლით არის დაშორებული. 

აღმოჩენის პრეზენტაცია ამერიკის ასტრონომიული ასოციაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. 

"ამ პლანეტის აღმოჩენა ამტკიცებს იმას, რომ მყარი პლანეტების ფორმირება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. სიმყარის ფორმირება ნიშნავს, რომ ამავე პირობებში შესაძლებელი სიცოცხლის ფორმირებაც" - ამბობს ერთერთი მკვლევარი, დიმიტრი სასელოვი. 

აღმოჩენა პოტენციურად ზრდის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობას. 

კომენტარები