პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი: ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს

0 კომენტარი
ფოტო: Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "დღეს ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს". დღევანდელ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"სასჯელაღსრულების სისტემაში სოზარ სუბარს ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სამინისტრო, სადაც ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის გაუგონარი ფაქტები, წამება, არაადამიანური მოპყრობა. სოზარმა გააკეთა ძალიან ბევრი ამ მიმართულებით - რეალურად 180 გრადუსით შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომები. დღეს ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში. ამის არდანახვა და არაღნიშვნა უსამართლობა იქნებოდა", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები