ლუტეცია

ლუტეციამ ლუქს ბრენდების ხაზი წარადგინა

30 მაისს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასმა და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ლუტეციამ სტუმრებს და მომხმარებლებს ლუქს ბრენდების TOM FORD, LOEWE, THIERRY MUGLER, LALIQUE, ESCENTRIC MOLECULES, AGENT PROVOCATEUR, BENTLEY-სა და CALRINS-ის მზის ხაზი წარუდგინა.

საღამო მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ წაიყვანა. სასტუმრო შერატონის ღია აუზის ტერასაზე LOEWE-ს ბრენდმა მშვილდ-ისრის სროლაში შეჯიბრი მოაწყო, გამარჯვებულ მონაწილეებს კი, პარფიუმერია გადასცა.

ღონისძიებაზე სტუმრებს პარფიუმერული პროდუქტების ინგრედიენტებისაგან მომზადებული ეგზოტიკური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ და პარფიუმერია გადასცეს. ასევე, გათამაშებაში მონაწილე იღბლიანი ბილეთის მქონე სტუმრები ლუტეციამ და სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასმა სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.

შერატონ მეტეხი პალასის გენერალურმა მენეჯერმა ანდრეას ჰეიდინგსფელდერმა და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ლუტეციას დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ მომხმარებლებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები