NBA ფინალები 2014

NBA-ს ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში სპურსმა გაიმარჯვა

გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. ტექსასში, ადგილობრივმა სან ანტონიო სპურსმა, მაიამი ჰიტი ანგარიშით - 110:95 დაამარცხა.

ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, 18 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კრის ბოშს, ხოლო დუეინ უეიდის ანგარიშზე 19 ქულა იყო.

აღსანიშნავია, რომ დარბაზში კონდიცირების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ჯეიმსმა მატჩის 3-წუთიანი მონაკვეთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოტოვა.

შესანიშნავად ითამაშეს სპურსის გამოცდილმა კალათბურთელებმა - დანკანმა, პარკერმა და ჯინობილიმ, რომლებმაც მეოთხე მეოთხედში გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი.

დანკანის ანგარიშზე 21 ქულა და 10 მოხსნაა, პარკერმა 19 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ხოლო მანუ ჯინობილიმ სათადარიგოთა სკამიდან 16 ქულა ჩააგდო, რასაც 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა დაუმატა.

ფინალური დაპირისპირების მომდევნო შეხვედრა კვლავ ტექსასში, 8 ივნისს გაიმართება.

 

კომენტარები