ინვესტიციები

იაპონური ბიზნესდელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად ეწვია

5 ივნისს, სასტუმრო ვერე პალასში მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა იაპონურ ბიზნესდელეგაციას უმასპინძლა. 

შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები. 

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს მიმოხილვა და სექტორული პრეზენტაციების ჩატარებაა. 
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრა გაცნობითია და ძირითადად განიხილება ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სექტორები. მინისტრი იაპონელ ბიზნესმენებს სახელმწიფო პროგრამას აწარმოე საქართველოში წარუდგენს. 

კომენტარები