ცენტრალური აფრიკის მისია

დიმიტროვი: ამაყი ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს რიგებში იქნებიან

eeas.europa.eu

ქართველი ჯარისკაცების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მისიაში გამგზავრების ცერემონიალზე, ჯარისკაცებს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა სიტყვით მიმართა. დიმიტროვის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები მისიაშ მონაწილეობით ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების მონაწილეები ხდებიან. 

"ქართველი ჯარისკაცები მისიაში ჩართვით ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის მონაწილეები ხდებიან. ამაყი ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს რიგებში იქნებიან. თქვენი გამოცდილება არის ძალიან ფართო. თქვენ დაამატკიცეთ თქვენი უნარი, მამაცობა და ეფექტურობა. ერთ დროს, ჩემს ქვეყანაში, სანამ ის გახდებოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჰქონდათ მარტივი პრინციპი – იმოქმედე ისე, როგორც წევრი ქვეყნები იქცევიან და ეს დროც დადგება. მე ვურჩევ საქართველოს მთავრობას, იგივე პრინციპით იმოქმედოს. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც იქნება ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს პრინციპი მუშაობს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ აქამდე და რასაც მომავალში გააკეთებთ ევროპის ძალების საერთო დროშის ქვეშ", - აღნიშნა დიმიტროვმა. 

ცერემონია 6 ივნის ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა და მას პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, საფრანგეთის ელჩი და ევროკავშირის წამომადგენელი საქართველოში, ესწრებოდნენ. ქართული შენაერთები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის,  სამშვიდობო მისიაში ჩაერთვებიან. 

 

კომენტარები