ცენტრალური აფრიკის მისია

კეტრინ ეშტონი: ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში

midnimo.com

უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კეტრინ ეშტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს მადლობას უხდის საქართველოს მხრიდან ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მონაწილეობისთვის. კეტრინ ეშტონის წერილი, საქართველოს საგარეო მინისტრისადმი  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას ეხება. ეშტონის თქმით  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაგზავნა საქართველოს ამ მისიის რიგით მეორე - ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს.

„წელს საქართველო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად იქცა. უაღრესად ვაფასებ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის ძალისხმევისადმი ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში.

 მსურს ასევე მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს შემოთავაზებისთვის, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით აფრიკაში მიმდინარე მეორე სამხედრო ოპერაციაში, კერძოდ, ესაა სამხედრო წვრთნის მისია მალიში. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ევროკავშირის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ევროკავშირის ოპერაციებსა და მისიებს. ასევე, ძალზე ვაფასებ საქართველოს ოფიაცალურ პირებსა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩემს კოლეგებს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე მიმდინარე აქტიურ დიალოგს", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის წერილში. 

კომენტარები