გაეროს რეზოლუცია

ზალკალიანი: რუსეთს აღელვებს რეზოლუციის მხარდაჭერის ზრდის დინამიკა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა,  5 ივნისის გაეროს იძულებით გადაადგილებურ პირთა და დევნილთა შესახებ რეზოლუციის თაობაზე. ზალკალიანის თქმით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას. 

"მე მხედველობაში მაქვს მათი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეზოლუცია არ იმსახურებს მსოფლიო თანამეგობრობის და გაერო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას. ამ დროს ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. კერძოდ, ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ამ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობას და ვამცირებთ მოწინააღმდეგეთა რიცხვს, როგორც ეს წელს მოხდა. 7 ქვეყნით გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი და 69 ქვეყანა შეადგინა. ალბათ, სწორედ ეს პოზიტიური, დადებითი დინამიკა აღელვებს რუსეთის ფედერაციას. ეს არის აბსოლუტურად ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა მას არ აქვს. ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ჰქონდეთ უფლება მათ ქონებაზე", - განაცხადა ზალკალიანმა. 

მისივე თქმით საქართველოს ყველა მცდელობა იმისკენ არის მიმართლი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთბების დალაგდეს. 

"ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. აქეთკენ არის მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა. ჩვენ ვიცავთ ყველა საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს, რასაც სამწუხაროდ, ადგილი არ აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე მხედველობაში მაქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კომენტარები