TBILISI OPEN AIR 2014

"Tbilisi Open Air": წვიმის გამო Chinawoman და Lapalux 8 ივნისს გამოვლენ

0 კომენტარი

"Tbilisi Open Air"-უს 7 ივნისის კონცერტის ნაწილი 8 ივნისს გადაინაცვლებს. 8 ივნისს დაგეგმილ გამოსვლებს დაემატება Chinawoman და Lapalux, რომელთა გამოსვლა გუშინ ძლიერი წვიმის გამო ვერ მოხერხდა.  ამის შესახებ ორგანიზატორები ინფორმაციას ავრცელებენ. 

"მეგობრებო, პირველ რიგში ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პოსტისთვის, დღევანდელი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო Chinawoman-ის და Lapalux-ის გამოსვლა, ორივე არტისტი გამოვა, 8 ივნისს და დაემატება ხვალინდელი დღის ლაინაფს. ვინც ხვალ აპირებთ ბილეთის შეძენას, იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება - 8 ივნისის ბილეთი ეღირება 10 ლარი", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები საკუთარი Facebook-ის გვერდზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები