ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკო-მ ძალაში დატოვა იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის რაიონის გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რვა ხმით ხუთის წინააღდეგ, ცესკომ მარნეულის საოლქო კომისიის დადგენილება, კანდიდატურის მოხსნის შესახებ, არ გააუქმა. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, აკმამედ იმამყულიევი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, მან და მისმა მოადგილებს, მსგავსად ამ შემთხვევისას დანარჩენ სამ შემთხვევაშიც კანდიდატის მოხსნას მხარი დაუჭირეს. მისი თქმით პირადად მან ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო ოთხივე შემთხვევაში. 

"კანონით მოთხოვნილი ორი მოტივი და მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ კანონით მოთხოვნილი ორი წლიდან დაახლოებით ერთი წელი კანდიდატი არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც შემეხება პირადად მე და ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს - მეც და ჩემმა მოადგილემაც ოთხივე შემთხვევაში მივიღეთ აბსოლუტურად ერთგვაროვანი გადაწყვეტიილება და ოთხივე შემთხვევაში დავუჭირეთ რეგისტრაციიდან მოხსნას მხარი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ცესკო მიკერძოებულია ვინაიდან ანალოგიურ შემთხვევებში ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა აკმამედ იმამყულიევი, ხოლო "ქართული ოცნების" ორ კანდიდატს რეგისტრაცია არ გაუუქმა.  

"მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის ერთსულოვნებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო და პირადად მისი თავმჯდომარე აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელმაც დაადასტურა სრულიად უკანონო სურვილი, ნებისმიერი ძალისხმევით ჩამოაცილონ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ხელისუფლება დამარცხების რეალურ საფრთხეს ხედავს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

აღნიშნულ საკითხს 7 ივნისს გამოეხმაურა, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" და ორგანიზაციამ მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეხელმძღვანელა არსებული პრაქტიკით და იმ ორი გადაწყვეტილებით, რომელიც ცეესკო-მ "ქართული ოცნების" შემთხვევაში მიიღო. ორგანიზაცია მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყოფილიყო თანმიმდევრული აღნიშნული კუთხით. 

ამასთანავე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", მომხდართან დაკავშრებით განცხადება გაარცელა, სადაც ის ცესკოს მოუწოდებს იყოს ობიექტური და საკუთარ ქმედებებში გამორიცხოს არათანმიმდებრულობისა და მიკერძოებულობის აღქმა. 

"საარჩევნო ადმინისტრაციას - იყოს ობიექტური და საკუთარ ქმედებებში გამორიცხოს არათანმიმდევრულობისა და მიკერძოებულობის აღქმა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატის საკითხი იხილება, ყოველთვის იმოქმედოს ერთი და იგივე სტანდარტით, საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმის ბუნდოვანება არ იქნეს განმარტებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ" - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. 

კომენტარები