IRB-ს რეიტინგი და საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები IRB-ს რეიტინგში დაწინაურდა

IRB-ს რეიტინგში, საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია. 9 ივნისს გამოქვეყნებულ სიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნულ გუნდებს შორის, ბორჯღალოსნები მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია და ცხრილში პროგრესი, კანადის მარცხით არის განპირობებული. ამრიგად, კანადელები მე-16 ადგილზე დამკვიდრდნენ.

ამის მიუხედავად, ბორჯღალოსნებს 70,46 ქულა აქვთ და ჩრდილოეთ ამერიკელებს სულ ოდნავ უსწრებენ (70,06), იტალიის ეროვნულ გუნდს კი 71,56 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება ცხრილის პირველ ადგილს, ის კვლავინდებურად ახალ ზელანდიას უკავია 93,81 ქულით.

კომენტარები