რელიგიები საქართველოში

სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობებს რელიგიის სააგენტო მოაგვარებს

დღეს, 9 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ახლადდაარსებული სააგენტოს საქმიანობისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სააგენტოს მისიაა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში ისტორიული გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

შეხვედრის შემდეგ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა შეხვედრა შეაფასეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სააგენტო სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობის მოგვარებაში თავის წვლილს შეიტანს.

ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე იგი ადვოკატი იყო და სასამართლოში კუდის უსაფრთხოების ყოფილი უფროსის მოადგილის ინტერესებს იცავდა. 

ვაშაყმაძემ ერთსულოვნების ეთერში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ იაღოვას მოწმეებს სექტა უწოდა. ზაზა ვაშაყმაძე მართმადიდებლური საეკლესიო სამართლის სპეციალისტია.

კომენტარები