სასამართლომ აკმამედ იმამკულიევი გამგებლობის კანდიდატად აღადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის ყოფილ კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია აღუდგინა. საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

"გავაგრძელებ ბრძოლას იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება არ სურთ" - განაცხადა თავად აკმამედ იმამკულიევმა პროცესის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ დღეიდან იწყებს ბრძოლას არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში და აქტიურად ჩაებმება წინასაარჩევნო კამპანიაში. 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მოტივად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები