გაბაშვილი იმამკულიევის საქმეზე: კარგია, რომ სასამართლოს ეყო გამბედაობა

financial.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, "კარგია, რომ სასამართლოს ეყო ვაჟკაცობა და გამბედაობა და ცესკო-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება შეცვალა". გაბაშვილი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ენმ-ის გამგებლობის კანდიდატს მარნეულში აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია აღუდგა.

"მთავარია, დარჩენილ დღეებში ხელი არ შეეშალოს კანდიდატს და აწარმოოს აქტიურად წინასაარჩევნო კამპანია, ასევე გამართოს შეხვედრები თავის ამომრჩევლებთან", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის ყოფილ კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია დღეს აღუდგინა. 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მოტივად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები