ანტისარაკეტო დაცვის სისტემა

აშშ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განთავსებას არ გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: topnews.in

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და უკრაინაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი გეგმები ვაშინგტონს არც ამჟამად აქვს და ამას სამომავლოდაც არ განიხილავს.

საქართველოში NATO-ს თავდაცვითი სისტემების განლაგების წინადადებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გამოვიდა. თუმცა, უწყების განმარტებით, ირაკლი ალასანია არა ანტისარაკეტო სისტემის, არამედ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ საუბრობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები