ერაყი

ისლამისტმა ტერორისტებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი აიღეს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის მოსახლეობა ქალაქს ტოვებს. ქალაქი მოსული ისლამისტური დაჯგუფების, ალ ქაიდას მოკავშირე ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს. 500 ათასამდე მოქალაქესთან ერთად ქალაქი ჯარმა, პოლიციამ და სამოქალაქო ადმინისტრაციამ დატოვა. დევნილებისთვის დროებითი ბანაკები ქურთისტანის პროვინციის ტერიტორიაზე მოეწყო. დღეისთვის სუნიტი მეამბოხეები ერაყის პროვინცია ნინევიას მთლიანად აკონტროლებენ.

ერაყის მთავრობას მეამბოხეებთან ბრძოლაში დახმარებას შეერთებული შტატები შეჰპირდა. ქვეყნის პრემიერმინისტრის ნური ალ მალიკის განცხადებით, შექმნილი ვითარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს და იგი ამ თხოვნით პარლამენტს მიმართავს. 

კომენტარები