ინვესტიციები

თბილისში საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

საქართველო - ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციის პოსტერი
Georgian Chamber of Commerce

13 ივნისს სასტუმრო რედისონი ევროკავშირის მიერ ინიცირებულ კონფერენციას უმაპსინძლებს, რომელიც საქართველოში ინვესტირების მსურველ ბიზნესმენთათვის გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ბიზნესებსაც ექნებათ, მომავალი პარტნიორების და საინტერესო ბიზნესშესაძლებლობების მონახვის მიზნით. 

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზო. 

კონფერენციის ფარგლებში მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების განხილვა და ადგილობრივ და ევროპელ ბიზნესმენებს მიეცემათ ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა.

ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენცია მოლდოვასა და საქართველოშია დაგეგმილი. დელეგაცია 12 ივნისს კიშინიოვში, 13 ივნისს კი თბილისში იქნება. ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ევროპისა განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარეს წარმოადგენს საინვეტიციო პოლიტიკის მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, ანდრას სიმორი. 

"ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელის მოწერით ქართველ და მოლდოველ ბიზნესმენებს კიდევ უფრო ფართო საბაზრო ასპარეზი ეძლევათ. იმისათვის, რომ რეგიონში უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, მეწარმეებს მოუწევთ წარმოებისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების ადაპტირება, ბიზნეს და ფინანსური დაგეგმარების ეფექტიანობის გაზრდა და გაუმჯობესება. ჩვენი მხრივ, EBRD მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესმენებსა და კომპანიებს ამ რეგიონში, იმისათვის რომ მათ მეტ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი დახმარება იქნება ინვესტიციების, განათლებისა და მთავრობასთან დიალოგის სახით", - ამბობს სიმორი EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში

ინფორმაციისთვის, EBRD უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში ბანკს 3 მილიარდი ევროს ოდენობით, 300-ზე მეტ პროექტში აქვს განხორციელებული ინვესტიცია.

კომენტარები