სესკ ფაბრეგასი

ლონდონის ჩელსიმ სესკ ფაბრეგასი გაიფორმა

bbc.co.uk

ლონდონის ჩელსიმ ბარსელონასა და არსენალის ყოფილი ნახევარმცველი, ესპანელი სესკ ფაბრეგასი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელის ყიდვის პირველადი უფლება კონტრაქტის მიხედვით ლონდონის არსენალს ჰქონდა, თუმცა მეთოფეებმა ამ საშუალების გამოყენება არ ისურვეს და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა 5-წლიანი ხელშეკრულება, რომან აბრამოვიჩის გუნდთან გააფორმა.

"ყველა წინადადებას ყურადღებით განვიხილავდი, მაგრამ მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ ჩელსი საუკეთესო არჩევანია," - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.

აღსანიშნავია, რომ 10 დღის წინ, არისტოკრატების რიგები დატოვა დიდი ხნის განმავლობაში კლუბის შეუცვლელმა ფეხბურთელმა ფრენკ ლემპარდმა, რომელიც კარიერას ნიუ იორკ სიტიში გააგრძელებს.

ფაბრეგასმა ბარსელონას რიგებში 129 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა, თუმცა ბუსკეტსის, ჩავისა და ინიესტას ტრიოს, ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილისთვის კონკურენცია ვერ გაუწია.

კომენტარები