სამომხმარებლო ბაზარი

კოკა-კოლა Life: ბუნებრივად დამტკბარი პროდუქტი გაზიანი სასმელის მოყვარულებს

კოკა-კოლას ოჯახი
Coca-Cola

კოკა-კოლა მცირე კალორაჟით და ბუნებრივი დამატკბობლით - ეს არის ახალი კოლა Life-ის სატესტო ვარიანტი. 

Wall Street Journal-ის მიხედვით, კოლა Life პირველად კომპანიამ არგენტინულ ბაზარზე დატესტა, ახლა კი ბრიტანეთის დრო დადგა. 

კოკა-კოლა Life Zero-სგან დამატკბობლით განსხვავდება. ახალი სასმელი დამტკბარი იქნება ბუნებრივი, მცენარეული სტევიათი და 36%-ით ნაკლები კალორიის შემცველი ვიდრე კოლა რეგულარი. 

სტევია ბუნებრივი დამატკბობელია, რომლის პოპულარობაც სამომხმარებლო ბაზარზე იზრდება. Wall Street Journal-მა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სტევიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით 2050 წლისათვის შაქრის შემცვლელი მსოფლიო შაქრის მოთხოვნის 25%-ს ჩაანაცვლებს. 

კოკა-კოლას ახალი პროდუქციის ხაზი შესაძლოა შთაგონებული ბრიტანეთის ჯანდაცვის პოლიტიკითაც იყოს - წერს Wall Street Journal. ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლიანი ჯანდაცვის პოლიტიკის გატარების ფარგლებში შესაძლოა შაქარზე გადასახადი დააწესოს, რაც კოკა-კოლას სტევიათი დამტკბარ სასმელზე უკვე ნაკლებ ეფექტს იქონიებს. 

კოკა-კოლა Life-მა ახლა უკვე მომხმარებლის ტესტი უნდა გაიაროს და აჩვენოს რამდენად კარგად მიიღებენ სტევიათი დამტკბარი კოკა-კოლას გემოს გაზიანი სასმელების მოყვარულები. 

კომენტარები