პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმაც დატოვა

telegraph.ge
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
 

"გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე" - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს გიორგი მარგველაშვილი აწერს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ვანო მაჭავარიანის თანამდებობაზე დანიშვნა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. 

ამასთან, დღეს თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემაც. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, გიორგი მარგველაშვილთან შეთანხმებით მიიღო. 

კომენტარები