ბაკარი სანია

მანჩესტერ სიტიმ ბაკარი სანიას ტრანსფერი დაადასტურა

მანჩესტერ სიტიმ შეთანხმებას მიაღწია საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველ ბაკარი სანიასთან და ამიერიდან ფეხბურთელი ქალაქელების რიგებში ითამაშებს.

სანიამ ლონდონის არსენალში 7 სეზონი გაატარა, წლეულს კი კონტრაქტი დაუმთავრდა და მისი გაგრძელება აღარ ისურვა.

ფეხბურთელი ახალ კლუბს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება, თუმცა ლონდონური კლუბის ფანებს გამოსამშვიდობებელი წერილით უკვე მიმართა სოციალურ მედიაში.

ბაკარი სანია ლონდონის არსენალში ოსერიდან 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 2007 წელს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში, მცველმა კლუბის მაისურით 284 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები