ბაზრის მიმოხილვა

ერაყის კრიზისის ფონზე ნედლი ნავთობის ფასმა 2.4%-ით იმატა

ნედლი ნავთობი
REUTERS

ოთხშაბათს, 11 ივნისს, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ისლამისტური დაჯგუფების, ალ ქაიდას მოკავშირე ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს

ოთხშაბათის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე 2.4%-ით იმატა და ბარელის ფასმა 112.61 ამერიკულ დოლარს მიაღწია. შესაბამისად გაძვირდა ნავთობის მომპოვებელი კომპანიების აქციის ფასებიც (BP, National Petroleum, Co.). ნედლი ნავთობის ფასის ეს მაჩვენებელი წელს ყველაზე მაღალი იყო. 

Wall Street Journal-ის მიხედვით, დღესდღეობით ერაყი დღიურად 3.6 მილიარდი ბარელის ოდენობის ნავთობს აწარმოებს და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა ნავთობმწარმოებელ ქვეყანათა შორის, აქედან გამომდინარე ერაყის შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ასოცირებულმა რისკებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ერაყიდან ნავთობის ექსპორტზე.

ნავთობის ყიდვა-გაყიდვა სასაქონლო ბირჟაზე მომავლის კონტრაქტების (futures) საშუალებით ხდება და შესაბამისად რისკი, რომელიც ჯერ არ დამდგარა, გავლენას ახდენს ბარელი ნავთობის საბაზრო ფასზე დღეს. 

კომენტარები