კრიზისი უკრაინაში

NATO-ს ფოტომასალა რუსული ტანკების უკრაინის საზღვართან ყოფნას ადასტურებს

0 კომენტარი
რუსული ტანკები როსტოვის სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა დღეებში ფოტო: NATO / Wall Street Journal

ნატო სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ტანკები იმყოფებიან - იუწყება Wall Street Journal. 

რუსული ტანკების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ პრეზიდენტმა პოროშენკომაც ისაუბრა ხუთშაბათს, 12 ივნისს და აღნიშნა, რომ რუსეთის ამ ქმედებას შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოჰყოლოდა. 

პოროშენკოს განცხადებას პარასკევს ამერიკა და გაერთიანებული სამეფოც გამოეხმაურნენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვილიამ ჰეიგმა, აღნიშნა, რომ რუსული ტანკების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა მიუღებელი იყო და რომ ამ ქმედებით მოსკოვი სიტუაციის პროვოცირებას ცდილობდა. 

Wall Street Journal წერს, რომ ნატოს მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალა ამყარებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მარი ჰარფის, მტკიცებას, რომ უკრაინაში ტანკები სამხრეთ-დასავლეთი რუსეთიდან შევიდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები