დღევანდელ არჩევნებს 91 ორგანიზაცია დააკვირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ დამკვირვებელთა რიცხვი 15,990-ს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი, 561 დამკვირვებელი წარმოადგინეს.

საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის ცესკო-ში რეგისტრაცია შვიდმა საელჩომ გაირა, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, უნგრეთისა და შვედეთის საელჩოებმა.

არჩევნებს ასევე დააკვირდებიან - "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), ."ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალი, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე (HCNM), ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი და ნიდერლანდების საარჩევნო საბჭო.

ამასთან, დღევანდელ არჩევნებს 13 ქვეყნის, ყაზახეთის, ლატვიის, ნეპალის, ალბანეთის, სომხეთის, მოლდოვას, კორეის, სამხრეთ აფრიკის, ლიტვის, პაკისტანის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

რაც შეეხება მედიას, თვითმმართველობის არჩევნებისთვის აკრედიტაცია გაიარა 75 საერთაშორისო და ადგილობრივი მედიასაშუალების 1059-მა წარმომადგენელმა.

კომენტარები