ენმ-ს მხარდამჭერების ფონიჭალაში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, ფონიჭალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ღონისძიება რათა დანაშაულის ჩამდენი პირები დადგინდეს. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე სამინისტრო რეაგირებას ოპერატიულად, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოახდენს”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს ზემო ფონიჭალაში ნაციონალური მოძრაობის ოთხი მხარდამჭერი ცემეს. გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ცემაში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების აქტივისტები, წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი".

კომენტარები